Saturday, March 6, 2010

შობა–ახალი წელი და აღდგომა საქართველოსა და გერმანიაში







1. პროექტის სახელი: შობისა და აღდგომის დღესასწაულები საქართველოსა და გერმანიაში.
2. პროექტის მიზანი: ბავშვები უფრო ახლოს გაეცნონ ქართულ და გერმანულ სადღესასწაულო ტრადიციებს. მოიძიონ ინფორმაცია ისტ-ის გამოყენებით.
3. პროექტის სრული აღწერა: . ბავშვები დაიყოფიან ჯგუფებად. ჯგუფის წევრები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ და გეგმავენ განსახორციელებელ ეტაპებს,შემდეგ ერთმანეთს უზიარებენ შედგენილ გეგმას,სურვილისამებრ ინაწილებენ რუბრიკებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩაატარებენ გამოკითხვას და მოიძიებენ ინფორმაციას საშობაო და სააღდგომო ტრადიციებზე. რა განსხვავებული ტრადიციები აქვთ საქართველოს და გერმანიას. მეორეჯგუფი იმუშავებს ინტერნეტში, მოიძიებს საჭირო ინფორმაციას,შექმნიან კედლის გაზეთს, გააკეთებენ პრეზენტაზიებს. ერთობლივად იმუშავებენ მოპოვებული იმფორმაციის გერმანულ ენაზე თარგმნაზე. დაურთავენ ფოტო-ვიდეო მასალას.უკვე მზა ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში და მიმოწერას აწარმოებენ , შეიტყობენ რა განსხვავებული ტრადიციები აქვთ გერმანიაში.

4. მოსწავლეთა ასაკი: 13-14 წელი
5 .ვადები/ ხანგრძლივობა: 1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
პროექტის შესაძლო აქტივობები კლაში:ინტერნეტში მასალების მოძიება,ფოტო და ვიდეო მასალის შეგროვება-ჩვენება,პრეზენტაცია,დისკუსია,ჯგუფური მუშაობა.მოსალოდნელი შედეგები.პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოები,ვიდეო მასალები,კედლის გაზეთი,შექმნილი ბლოგი, უცხო ტრადიციების გაცნობა.
7. სარგებელი სხვებისთვის: გააცნონ და დაანახონ სკოლის სხვა მოსწავლეებსა და საზოგადოებას,თუ რა მნიშვნელობა აქვს გერმანული ენის საფუძვლიანად შესწავლას,პროექტის წარმატებით განხორციელება გააღვივებს მოსწავლეებს შორის მსგავსი პროექტების შექმნის ინტერესს,ზოგადად დააინტერესებს გერმანული ენის შესწავლის მსურველებს.
სამუშაო ენა: გერმანული ენა/ქართული ენა
9. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: რელიგიასთან
პროექტის ფასილიტატორი: მაია ალექსიძე
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: maia.aleqsidze@gmail.com